Tuesday 30 September 2014

მე-9 დღის რეფლექსია

სამწუხაროდ ჩვენი ტრენინგი დასრულდა. ბოლო დღეც არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. ტრენერმა სეამოწმა დავალებები, რომელიც ბოლო დრისთვის უნდა გვქონოდა მზად. გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, ყველა ნამუშევარი საინტერესო იყო. იმედი მაქვს აქ მიღებულ ცოდნას ნაყოფიერად გამოვიყენებ. მადლობა ტრენერს!

Wednesday 24 September 2014

მე–8 დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დღემ დღესაც ნაყოფიერად ჩაიარა. საქაღალდე ავტვირთეთ ჯერ დრაივში, შემდეგ იქედან ბლოგზე. ეს ცოდნა ჩემთვის საჭირო და სასარგებლოა. დღეიდან ხშირად გამოვიყენებ. შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებები და ავტვირთე ჩემს საქაღალდეში. ვისწავლე ტესტების ელექტრონული ვერსიის შედგენაც. იმედი მაქვს პრეზენტაცია კარგად ჩაივლის.

ჩემი პორტფოლიო

დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

პრეზენტაცია

Wednesday 17 September 2014

მე–7 დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეც ძალიან ნაყოფიერი და  უფრო საინტერესო იყო. დავალებები გართულდა და ამ დღეს პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ამის გარდა ვისწავლეთ როგორ ავთვირთოთ დრაივზე ჩვენი ნამუშევრები. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ტრენინგზე მოვხვდი. ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამიადვილებს მუშაობას.

პრეზენტაცია