Thursday 4 September 2014

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. გავუცვალეთ ჩვენი ბლოგის საიტის მისამართები კოლეგებს, რის შემდეგაც დავტოვეთ ჩვენი კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიებზე. ჩვენი კომენტარი გავაკეთეთ ტრენერის ბლოგში ერთერთ პოსტზეც. შემდეგ ინტელის რესურსებში მოვძებნეთ კომენტარების "შპარგალკა",  წავიკითხეთ, კომენტარები გავუკეთეთ ტრენერთან ერთად და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. ამის შემდეგ შევავსეთ ბრაინსტორმინგის კითხვების ცხრილი და ესეც შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. შემდეგ ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის დაგეგმაზე და მივიღეთ დავალებები: დავწეროთ დღის  რეფლექსია, გავაკეთოთ კომენტარები კოლეგების ამ დღის  რეფლექსიაზე, შევავსოთ ჩვენი პროექტის ცხრილის რამდენიმე გრაფა. ვფიქრობ წარმატებით გავართმევ თავს დავალებებს.

1 comment:

  1. მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს მიუხედავად სირთულისა საინტერესო სამუშაოა და შესაძლებელი.

    ReplyDelete