Tuesday 30 September 2014

მე-9 დღის რეფლექსია

სამწუხაროდ ჩვენი ტრენინგი დასრულდა. ბოლო დღეც არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. ტრენერმა სეამოწმა დავალებები, რომელიც ბოლო დრისთვის უნდა გვქონოდა მზად. გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, ყველა ნამუშევარი საინტერესო იყო. იმედი მაქვს აქ მიღებულ ცოდნას ნაყოფიერად გამოვიყენებ. მადლობა ტრენერს!

Wednesday 24 September 2014

მე–8 დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დღემ დღესაც ნაყოფიერად ჩაიარა. საქაღალდე ავტვირთეთ ჯერ დრაივში, შემდეგ იქედან ბლოგზე. ეს ცოდნა ჩემთვის საჭირო და სასარგებლოა. დღეიდან ხშირად გამოვიყენებ. შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებები და ავტვირთე ჩემს საქაღალდეში. ვისწავლე ტესტების ელექტრონული ვერსიის შედგენაც. იმედი მაქვს პრეზენტაცია კარგად ჩაივლის.

ჩემი პორტფოლიო

დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

პრეზენტაცია

Wednesday 17 September 2014

მე–7 დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეც ძალიან ნაყოფიერი და  უფრო საინტერესო იყო. დავალებები გართულდა და ამ დღეს პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ამის გარდა ვისწავლეთ როგორ ავთვირთოთ დრაივზე ჩვენი ნამუშევრები. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ტრენინგზე მოვხვდი. ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამიადვილებს მუშაობას.

პრეზენტაცია

Thursday 11 September 2014

მე–6 დღის რეფლექსია

დღეს ბუკლეტისა და შეფასების რუბრიკების შექმნაზე ვიმუშავეთ. ტრენერმა პროექტის შესახებაც მოგვცა მითითებები. ვფიქრობ, რომ შეუსრულებელი არაფერია.

Tuesday 9 September 2014

მე-5 დღის რეფლექსია

ტრენინგის ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესო და ნაყოფიერია. დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე. თუმცა ჩემთვის ახალი არ იყო არც ეს პროგრამა და არც პრეზენტაციის გაკეთება, მაინც ბევრი რამ შემძინა. ვფიქრობ დღეიდან ბევრად უფრო გამიადვილდება პრეზენტაციების გაკეთება.

Thursday 4 September 2014

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. გავუცვალეთ ჩვენი ბლოგის საიტის მისამართები კოლეგებს, რის შემდეგაც დავტოვეთ ჩვენი კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიებზე. ჩვენი კომენტარი გავაკეთეთ ტრენერის ბლოგში ერთერთ პოსტზეც. შემდეგ ინტელის რესურსებში მოვძებნეთ კომენტარების "შპარგალკა",  წავიკითხეთ, კომენტარები გავუკეთეთ ტრენერთან ერთად და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. ამის შემდეგ შევავსეთ ბრაინსტორმინგის კითხვების ცხრილი და ესეც შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. შემდეგ ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის დაგეგმაზე და მივიღეთ დავალებები: დავწეროთ დღის  რეფლექსია, გავაკეთოთ კომენტარები კოლეგების ამ დღის  რეფლექსიაზე, შევავსოთ ჩვენი პროექტის ცხრილის რამდენიმე გრაფა. ვფიქრობ წარმატებით გავართმევ თავს დავალებებს.

Monday 1 September 2014

მე–3 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის საქაღალდის შექმნაზე, შიგ მოვათავსეთ ფაილები. ვიუვერის რესურსებიდან  გადმოვიტანეთ ფაილები: 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს ჩეკლისტი და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და განვათავსეთ შესაბამის საქაღალდეებში. ვფიქრობ ეს რესურსები დამეხმარება ჩემი პროექტის შექმნასა და განხორციელებაში და რაც მთავარია უფრო საინტერესოს გახდის მას მოსწავლეებისათვის. დღის ბოლოს ჩვენმა ტრენერმა მოგვცა დავალება გავაკეთოთ დღის რეფლექსია, წავიკითხოთ პირველი და მეორე მოდული, შევავსოთ მის მიერ ჩვენს მისამართზე გამოგზავნილი ცხრილი სათაურით "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრაქტიკა".

Friday 29 August 2014

ტრენინგის მე–2 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე–2 დღეს გავიხსენეთ, თუ როგორ იქმნება ბლოგი, როგორ უნდა გადავიდეთ ჩვენს ბლოგზე ფოსტიდან. დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია. მოვნიშნეთ ჩვენი განსახორციელებელი პროექტისთვის მიზნები, ტრენერმა მოგვცა დავალება დაგვეწერა მეორე დღის რეფლექსია.

Monday 25 August 2014

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენერს, რომელმაც გაგვაცნო ტრენინგის მიზანი, დაგვყო ჯგუფებად და დაგვინიშნა მეცადინეობის დღეები და დრო. გვიჩვენა ვიდეოფილმი და აგვიხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი სკოლის მასწავლებლისთვის არ ჩამორჩეს სიახლეებს და აითვისოს ინოვაციები, რომ მოსწავლეები მოამზადოს ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად.